top of page

 

ზოგადი პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „მილენიალსი“-ს (შემდგომში „მილენიალსი“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ amrit-tea.com ვებ-გვერდის გამოყენებას. amrit-tea.com-ის ვებ-გვერდი ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც amrit-tea.com-ის პლატფორმა.

Amrit-tea.com ვებ გვერდი არის შპს მილენიალსის მფლობელობაში და მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიძინოს პირველი ქართული წარმოების ჩაის ჩხირები სახლიდან გაუსვლელად.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მილენიალსი თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

amrit-tea.com-ის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

amrit-tea.com-ის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით  ნივთის დაბრუნების პოლიტიკას

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.

ჩვენი ვებსაიტზე შესვლით ან ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით ამ პირობების ვალდებულებას.

ყველა მომხმარებელი რომელსაც სურს amrit-tea.com-ის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი ვებგვერდით და/ან მიიღოთ ჩვენი სერვისები, თქვენ ეთანხმებით, რომ ხართ მინიმუმ 18 წლის და ფლობთ კანონიერ უფლებამოსილებას შეასრულოთ ეს პირობები. თქვენ ეთანხმებით, რომ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის თქვენი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

საქონლის ყიდვისას თქვენ ეთანხმებით, რომ:

1) პასუხისმგებელი ხართ საქონლის სრული ჩამონათვალის წაკითხვაზე მის ყიდვის ვალდებულების აღებამდე:

2) თქვენს მიერ მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

3)დებთ იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებას ნივთის შესაძენისას გადახდის პროცესის დასრულების შედეგად.

 

ფასები, რომლებსაც ჩვენ ვაწესებთ ჩვენი პროდუქციაზე, მოცემულია საიტზე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოთ ჩვენი ფასები პროდუქციაზე და გამოვასწოროთ შეცდომები, რომლებიც შეიძლება უნებლიედ მოხდეს. ფასის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია გადახდების გვერდზე.

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პირადი მონაცემები, რომელსაც amrit-tea.com საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით არის თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

 

მომსახურების გაწევაში სტანდარტულად იგულისხმება საიტზე ბარათით ყიდვის სერვისის შეთავაზება და ამ შეთხვევაში ხდება დამატებით მისამართის შენახვა, შეძენილი ნივთის მოწოდების/საკურიერო სერვისის გაწევის მიზნით.

ეს მონაცემები ინახება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცულ სერვერზე, ელ. კომერციის გლობალური ლიდერის მიერ დანერგილი ელექტრონული დაშიფრვისა და განთავსების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ამ მხრივ მომხმარებელს შეუძლია თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოს.

წინამდებარე წესები და პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:

  • იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად.

  • ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან.

  • ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონმდებლობისა და/ან შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად.

დამკვეთი წინამდებარე წესებისა და პირობებზე თანხმობით უფლებას აძლევს მილენიალსს ურთიერთანამშრომლობის ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.

 

საბარათე მონაცემები

პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, amrit-tea.com არ ინახავს თქვე საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ Unipay-ის (unipay.com) მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს "ქართუ ბანკის" დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს. 

 

ნივთის დაბრუნების პოლიტიკა

amrit-tea.com-ზე შეძენილი პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას. იმ შემთხვევაში თუ საქონელი მოვიდა დაზიანებული ან დეფექტური, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, წინასწარი შეტყობინების გარეშე შევცვალოთ სერვისები; შეწყვიტოთ სერვისების მიწოდება ან ჩვენ მიერ შემოთავაზებული სერვისების ნებისმიერი მახასიათებელი; ან შევქმნათ შეზღუდვები სერვისებისთვის. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას სამუდამოდ შევწყვიტოთ ან დროებით შევზღუდოთ სერვისებზე წვდომა წინასწარი შეტყობინებისა და პასუხისმგებლობის გარეშე რაიმე მიზეზით ან უმიზეზოდ.

ვალდებულებები

მილენიალსი საბანკო ანგარიშზე კლიენტის დეპოზიტის განთავსების მომენტიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტის შეკვეთის დამუშავება. ნივთის კლიენტისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს.

ნივთის შეძენის შემთხვევაში, მილენიალსი უზრუნველყოფს კლიენტისთვის მიწოდებასთან დაკავშირებულ პროცედურებს

მომსახურება დასრულებულად ითვლება ნივთის კლიენტისთვის ჩაბარებისთანავე და დეპოზიტის სახით მიღებული თანხიდან დაიფარება ნივთის ღირებულება.

კლიენტისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.

დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნა (პრეტენზია) კომპანიას უნდა წარედგინოს წერილობითი სახით.

ტრანსპორტირების დროს შეკვეთის დაზიანებისა თუ დაღუპვის შემთხვევაში კომპანია დამკვეთის დავალებით მიმართავს გადამზიდ კომპანიას და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული არ ართმევს დამკვეთს უფლებას პირადად აწარმოოს დავა გადამზიდ კომპანიასთან.

კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.

კომპანია პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია გადამზიდი კომპანიის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით

 

ფორს–მაჟორი

არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, სოციალური აფეთქებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.

თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.

მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.

შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.

არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.

 

 

პირობების შეცვლის უფლება

მილენიალსის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროსცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. თუ არ ეთანხმებით რომელიმე ამ პირობას ან პირობების მომავალ ვერსიებს, არ გამოიყენოთ ჩვენი ვებ-გვერდი.

პრეტენზიები და დავები

მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ურთიერთნამშრომლობის ეტაპზე წარმოქმნილი ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო უთანხმოებათა გადაწყვეტას უზრუნველყოფენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.

დავის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში კონსენსუსი მიუღწევლობის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არჩევით, წარმოქმნილი დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მხარეები თანხმდებიან, რომ დავა განსახილველად გადაეცემა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

 

იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

დამატებითი პირობები

ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე სამომხმარებლო წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დადგენილი სამომხმარებლო წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს სამომხმარებლო წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.

bottom of page