top of page

პროექტი

თანამედროვე ტექნოლოგიური შეფუთვის გარსი საიმედოდ იცავს ჩაის შიგნიდან სინათლისა და გარემოსთან ურთიერთქმედებისგან.

 

დამცავი ფირი ინარჩუნებს ჩაის სიახლეს და არომატს, რის წყალობითაც დაცულია ახალი ჩაის ფოთლის ყველა სასარგებლო ბუნებრივი თვისება და უზრუნველყოფილია შენახვის ხანგრძლივობა

White Sheet

შეფუთფვაში გამოყენებულია პერფორაციის მქონე საკვებისთვის განკუთვნილი ხარისხის პოლიმერული მასალა, რაც არის სრულიად უსაფრთხო როგორც ადამიანისთვის ასევე გარემოსთვის

ჩაის ჩხირი

ახალი თაობის ტექნოლოგიური შეფუთვა

ერთჯერადი ჩაის პაკეტების ხარისხი ბევრს კმაყოფილს ვერ დატოვებს, ხოლო დასაყენებელი ჩაის დაყენების ხერხი შედგება საკმაოდ არაკომფორტული პროცედურისგან, რომელიც დიდ დროს საჭიროებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე გამოყენებისთვის გამოუსადეგარია. შესაბამისად მხოლოდ ერთი ჭიქის დასალევად დასაყენებელი ჩაი საკმაოდ მოუხერხებელია.

 

ამ და სხვა საუკუნოვანი პრობლემების გადასაჭრელად შემუშავდა ახალი, მოსახერხებელი და სრულიად უვნებელი ჩაის პაკეტის ახალი ფორმა - ჩაის ჩხირი (Tea Stick). მუშაობს ჩაის საწურის პრინციპით, მზადდება ახალი თაობის მასალისგან - ლამინირებული ფოლგის ფირი მიკროპერფორაციებით. ის ინარჩუნებს ჩაის ყველა სასარგებლო თვისებადა საშუალებას იძლევა კარგად იმოძრაოს ცხელმა წყალმა და მაღალი ხარისხის ჩაის დაყენდეს.  არ წვეთავს, არც გამოწურვას საჭიროებს და ასევე კოვზის ფუნქციასაც ასრულებს. 

ინოვაციური შეფუთვის ნომინაციაში (Flexible Packaging Achievement Awards and Innovation Showcase) გამარჯვებული ჩაის ჩხირი არის დღესდღეობით ყველაზე კომფორტული მოსახმარი და თავისი ელეგანტური სტილით წარმოადგენს ახალი თაობის ტექნოლოგიას. 

ამრიტის ჩაის საიდუმლო მდგომარეობს ექსკლუზიურად ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებაში - შემადგენლობაში არ არის ჩაის მტვერი, საღებავები და სხვა ქიმიური დანამატები

პროცედურა

ჩაის მოდუღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა

გავხიოთ პოლიპროპილენის შეფუთვა და ამოვიღოთ ჩხირი.

ფინჯანში ვასხამთ საჭირო ტემპერატურის ანადუღებ წყალს.*

ჩხირი, რომლის შიგნით მოთავსებულია დატეხილი ჩაის ფოთლები, იდება ფინჯანში. ამ შემთხვევაში, მისი გამოყენებით შესაძლებელია თავად სასმელის მორევა, ანუ ჩაის კოვზიც კი არ არის საჭირო.

ველოდებით ჩაის დაყენებას 3-5 წთ.

ჩხირი ძალიან კომფორტულია. მისი ამოღება მარტივია, არ საჭიროებს გაწურვას, როგორც ეს აუცილებელია ჩაის პაკეტების შემთხვევაში. გამოყენებული ჩხირი შეიძლება უბრალოდ ჩაის ჭიქის გვერდით მოათავსოთ.

უგემრიელესი ჩაი მზად არის! ჩაის ყველა მოყვარული დააფასებს კლასიკური ჩაის  დახვეწილ არომატებს!

* წყლის რეკომენდირებული ტემპერატურა შავი ჩაის შემთხვევაში 100°, მწვანე ჩაის - 82°
bottom of page