მწვანე ჩაი
უმაღლესი ხარისხის ფოთლოვანი ჩაი საქართველოს საუკეთესო ჩაის რეგიონებიდან - მზიანის პლანტაციები
სასარგებლო თვისებები:
სავსეა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამკურნალო თვისებებით ცნობილი ანტიოქსიდანტი EGCG.
ზრდის მეტაბოლიზმს, ეხმარება ორგანიზმს მეტი ენერგიის დახარჯვაში, რითაც ხელს უწყობს ცხიმის წვას და აუმჯობესებს ფიზიკურ აქტივობას.
მწვანე ჩაიში შემავალი კოფეინი თანდათანობით აუმჯობესებს თავის ტვინის ბევრ ასპექტს: ხასიათზე მოსვლა, გამოფხიზლება, რეაქცია და მეხსიერება. ასევე შეიცავს ამინო მჟავა ელ-ტანინს, რასაც შეუძლია ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვა. კვლევებმა აჩვენეს, რომ კოფეინს და ელ-ტანინს აქვს სინერგიული ეფექტი - ამ კომბინაციას განსაკუთრებით ძლიერმოქმედი შედეგი აქვს ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებაზე.
ელ-ტანინი ზრდის ინჰიბიტორული ნეიროტრანსმიტრი GABA-ს აქტოვობას, რაც ამცირებს შიშისა და მღელვარების შეგრძნებას. ის ასევე ზრდის დოფამინის და ალფა რიტმის წარმოქმნას ტვინში, რაც აუმჯობესებს ხასიათს, ზრდის კრეატიულობას და ამცირებს დეპრესიას.
შეუძლია ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესება და სისხლში შაქრის შემცირება. ის ასევე მკვეთრად ზრდის სისხლის ანტიოქსიდანტურ შესაძლებლობებს, რაც იცავს LDL ქოლესტეროლის ფრაქციებს დაჟანგვისგან, რაც გულის დაავადებების ერთერთი მიზეზია. მწვანე ჩაი ეხმარება სისხლძარღვებს უკეთესად გაუმკლავდეს სისხლის წნევის ცვლილებებს. ასევე იცავს სისხლძარღვებს სისხლის კოლტების წარმოქმნისგან, რაც ამცირებს გულის შეტევის რისკს.